ტემუე ბაკაიოკომ ჯენარო გატუზოს შეაგინა - რას უპირებს რინო? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 35-ე ტურში, "მილანისა" და "ბოლონიას" მატჩისას კონფლიქტი მოხდა მასპინძელთა გუნდის მწვრთნელ ჯენარო გატუზოსა და ნახევარმცველ ტემუე ბაკაიოკოს შორის.

26-ე წუთზე ტრავმა მიიღო როსონერის ფეხბურთელმა ლუკას ბილიამ და გატუზომ ბაკაიოკოს უთხრა შეეცვალა, ამ უკანასკნელმა კი უარი განუცხადა და შეაგინა. გატუზომ შეცვლაზე ხოსე მაური შეუშვა და თქვა, რომ საჯაროდ ბაკაიოკოს არაფერს არ ეტყოდა და პირისპირ დაელაპარაკებოდა.

სხვათა შორის, 1-ელ მაისს ბაკაიოკომ ვარჯიშზე დააგვიანა და ამის გამო გატუზომ მთელი გუნდი "ბოლონიასთან" შეხვედრამდე ბაზაზე გამოკეტა.

ბაკაიოკო როსონერის "ჩელსიდან" იჯარით ჰყავს აყვანილი და
სეზონის დასრულების შემდეგ მისი კონტრაქტის 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეუძლია.

ბაკაიოკომ მიმდინარე ჩემპიონატის 28 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული