მასიმილიანო ალეგრი არ გადადგება, თუ "იუვენტუსში" სრულ ძალაუფლებას მისცემენ

AutoSharing Option
ამ ინფორმაციას Sky Sport Italia ავრცელებს - მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი თანახმაა, შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილება და "იუვენტუსში" დარჩეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წაყენებულ მოთხოვნებს დაუკმაყოფილებენ.

კერძოდ, ის ხელშეკრულების 2022 წლამდე გახანგრძლივებას, ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას და სატრანსფერო პოლიტიკის სრულად მართვას ითხოვს.

ალეგრის გუნდის დაცვის და ნახევარდაცვის გაძლიერება და თავდამსხმელ პაულო დიბალას გაყიდვა უნდა.

მასიმილიანო "იუვეს" 2014 წლიდან უდგას სათავეში, კონტრაქტი კი 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.