"ინტერმა" კონტესთან კონტრაქტი და პირველი ტრანსფერი შეათანხმა

AutoSharing Option
Tuttosport-ის ინფორმაციით ანტონიო კონტე მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი გახდება.

გამოცემის მიხედვით, 49 წლის იტალიელმა სპეციალისტმა მილანურ კლუბთან პირადი 3 წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა. მხარეებმა პირველ ტრანსფერზეც მოილაპარაკეს. კლუბი ვალდებულია "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი -ბელგიელი  რომელუ ლუკაკუ შეიძინოს.

ანტონიო კონტეს უკანასკნელი გუნდი ლონდონის "ჩელსი" იყო. ის კლუბში 2016 წელს მივიდა და იმავე წელს მოიგო ინგლისის პრემიერ ლიგა, თუმცა 1 სეზონის მერე გაათავისუფლეს. იტალიელს ლუკაკუს შეძენა მაშინაც უნდოდა, როცა "ჩელსის" ედგა სათავეში, თუმცა ჯერ კიდევ "ევერტონის" ფეხბურთელმა ლუკაკუმ არჩევანი "მანჩესტერ იუნაიტედის" სასარგებლოდ გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორც მანჩესტერის მხარდამჭერი რომელსაც მახსოვს 1999 წლის შენადგენლობა, ყოველთვის თვალში მხვდება ამ გუნდში საშუალო “იგროკების” მოსვლა. აქედან გამომდინარე მხოლოდ მივესალმები მათ ისევ წასვლას. ზოგადად მარტო ლუკაკუ კი არა 95 პროენტი დღევანდელი შემადგენლობის არ შეესაბამება მანჩესტერის დონეს და თუ დროზე დაიწყებენ წმენდას და იყიდიან ტოპ კლასის მოთამაშეებს კარგი იქნება.
კარგია ლუკაკუს მოშორება
21:13 11-05-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული