კარლო ანჩელოტი სკუდეტოს მოგების პირობას დებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" წვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გუნდის ამოცანებზე ისაუბრა.

"აქ მთელი სეზონი გავატარე და მივხვდი, რომელი მიმართულებით მივდივართ. "ნაპოლის" სურს გაიზარდოს, მისი პროექტი სერიოზული და გონიერია.

რაც შეეხება გაძლიერებას, არ მინდა კლუბი ვალებში ჩავარდეს. აქ სკუდეტოს მოსაგებად ვარ. დასასვენებლად კი არ მოვსულვარ", - ციტირებს ანჩელოტის "კორიერე დელო სპორტი".

ანჩელოტიმ "ნაპოლი" გასული წლის მაისში ჩაიბარა და კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.

ამ სეზონში "ნაპოლიმ" ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა.

ასევე დაგაინტერესებთ