დიდი ეპოქის დასასრული: ტოტის შემდეგ "რომას" კიდევ ერთი კაპიტანი ტოვებს

AutoSharing Option

"რომას" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იტალიურ კლუბს დე როსი ემშვიდობება. 35 წლის დანიელე დე როსი "რომას" რიგებში 2001 წლიდან თამაშობს და პროფესიონალურ დონეზე სხვა კლუბის წევრი არასდროს ყოფილა.

18 წლის განმავლობაში დანიელე დე როსიმ "რომას" შემადგენლობაში 614 შეხვედრა ჩაატარა და 63  გოლი გაიტანა, ორჯერ მოიგო იტალიის თასი და ერთხელ სუპერთასი. დე როსი 2006 წლის მსოფლიო თასის მფლობელია. გერმანიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე დე როსიმ 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, ფინალში. საფრანგეთის წინააღმდეგ გადამწყვეტ შეხვედრაში დანიელემ 61-ე წუთზე ფრანჩესკო ტოტი
შეცვალა და პენალტების სერიაშიც ზუსტად დაარტყა. იტალიის ეროვნულ გუნდში ჯამში 117 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რომლებშიც 17 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია ის, რომ დე როსი კარიერის დასრულებას არ აპირებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელ კლუბში განაგრძობს კარიერას.
ასევე დაგაინტერესებთ