მაურისიო პოჩეტინიომ "იუვენტუსში" წლიურ გასამრჯელოდ 20 მილიონი მოითხოვა

AutoSharing Option
მასიმილიანო ალეგრის გადადგომის შემდეგ "იუვენტუსი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია. დასახელდა არაერთი კანდიდატი, "კორიერე დელა სერა" კი ირწმუნება, რომ "ტოტენჰემის" მენეჯერი მაურისიო პოჩეტინიო თანახმაა "იუვე" ჩაიბაროს, ოღონდ ერთი პირობით.

თურმე, ერთი კვირაა ბიანკონერის ხელმძღვანელები არგენტინელ სპეციალისტს ყოველდღე ესაუბრებიან და მან წლიურ გასამრჯელოდ 20 მილიონი ევრო მოითხოვა.

გამოცემა ირწმუნება, რომ პოჩეტინიო არაა დარწმუნებული "ტოტენჰემის" განვითარებაში და ამიტომ სურს სამუშაო ადგილი გამოიცვალოს.