Gianluca Di Marzio: "იუვენტუსის" მწვრთნელი სიმონე ინძაგი იქნება"

AutoSharing Option
იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო საკუთარ საიტზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი გახდება.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, "ლაციოს" მწვრთნელს "იუვენტუსმა" ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა და ინძაგიმაც თანხმობა განაცხადა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ინძაგის გარდა, ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა მაურისიო სარის კანდიდატურსაც განიხილავდა. სარის, დიდი ალბათობით, აბრამოვიჩი მალე გაუშვებს, "ჩელსის" რუს მფლობელს გუნდში ფრენკ ლამპარდის მიყვანა უნდა.

სიმონე ინძაგი "ლაციოს" მთავარი მწვრთნელი 2016 წლიდან არის. მისი ხელმძღვანელობით რომაული კლუბი ლამაზ, სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. ინძაგისთან ერთად წელს "ლაციომ" იტალიის თასი მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული