Sky Sport Italia: "მილანი" ჯენარო გატუზოს გადაყენების შესახებ 28 მაისს გამოაცხადებს - მან ხელფასის 90%-ზე უარი თქვა!

AutoSharing Option
Sky Sport Italia-ს ცნობით, "მილანი" დღეს მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს და კლუბის სპორტული დირექტორის, ლეონარდოს გადაყენების შესახებ გამოაცხადებს.

გამოცემის მტკიცებით, 27 მაისს "როსონერის" გენერალური დირექტორი ივან გაზიდისი გატუზოს შეხვდა და კონტრაქტის ორმხრივად გაწყვეტის გადაწყვეტილებაზე შეთანხმდნენ.

"მილანი" სერია A-ში მეხუთე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა.

გატუზომ "მილანი" 2017 წელს ჩაიბარა, იქამდე კი ამავე კლუბის ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა.

მან განაცხადა, რომ "მილანთან" ხანგრძლივი ისტორია აკავშირებს, დიდ ზეწოლას განიცდიდა, 18 თვეა თითქმის არ უძინია და ფსიქოლოგიურად განადგურებულია.

გატუზოს ხელშეკრულებას ორი წლის
შემდეგ გასდიოდა ვადა და მან ამ პერიოდის განმავლობაში ასაღები ხელფასის 90%-ზე თქვა უარი და ეს მაშინ, როდესაც მწვრთნელები კომპენსაციის ბოლო ცენტამდე მისაღებად ბოლომდე იბრძვიან.

მკითხველის კომენტარები / 5 /
გიზიდისი ვენგერს მიიყვანს, არსენალის დირექტორი იყო
ემრე
28 მაისი 2019 12:10
0
ყველაზე მაგრა ლეონარდოს გადაყენება გამიხარდა. რა დამსახურება აქვს ესეთი ვერ გავიგე რო გადაყვნენ თან. ძველი იტალიელი დანიშნონ უფრო ნაღდი მილანელი არ ჯობია? მაგალითად კოპსტაკურტა, ბარეზი ან ალბერტინი...
gg
28 მაისი 2019 10:54
1
მართლა მაგარი კაცი,სული და გული ჩადო ,არა უშავს, თუ აცლიან მიაღწევს მიზანს
გულშემატკივარი
28 მაისი 2019 08:14
1
მაგარი კაცი მოედანზე გული და სული როგორც მწვრთნელი ჯერ ვერ ბრწყინავს მაგრამ ყველაფერი წინ აქვს წარმატებები ჯენარო
გიო
28 მაისი 2019 08:10
1
ჯიგარი ხარ ჯენარო,შენი მაგინებლები კიდე აზრზე არ არიან რას ბოდავენ ხოლმე,რაც შეგეძლო გააკეთე და თუ ვინმე საგინებელია ღორი ბერლუ,FORZA MILAN!
მილანელი
28 მაისი 2019 04:40
0

სიახლეები პოპულარული