"ინტერმა" სპალეტის გათავისუფლების შესახებ განცხადება გაავრცელა

AutoSharing Option
მილანის "ინტერნაციონალეს" "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნერაძური" მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის დაემშვიდობა.

"კლუბი მადლობას უხდის მწვრთნელს გაწეული სამუშაოსა და ერთად განვლილი გზისათვის", - წერია მილანური კლუბის "ტვიტერის" გვერდზე.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გახდებოდა, რომელიც ადრე "იუვენტუსში", "ჩელსისა" და იტალიის ნაკრებში მუშაობდა, ახლა კი უკლუბოდაა.

ასევე, ბოლო დროს გაისმა ხმები, რომ მილანურ გუნდს ჟოზე მოურინიოს მიმართ ჰქონდა ინტერესი, რომელიც  2008-10 წლებში წვრთნიდა კლუბს.

ლუჩანო სპალეტი კი "ინტერის" მთავარ მწვრთნელად 2017 წელს დაინიშნა. მწვრთნელმა გუნდს
ტიტული ვერ მოაგებინა, თუმცა ზედიზედ ორჯერ გაიყვანა უეფას ჩემპიონთა ლიგაზე. სპალეტის აქამდე "ემპოლიში", "სამპდორიაში", "უდინეზეში", "რომასა" და "ზენიტში" უმუშავია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული