რონალდომ მაურიციო სარის "იუვენტუსის" მწვრთნელად დანიშვნას მხარი დაუჭირა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ გუნდის მწვრთნელად "ჩელსის" ამჟამინდელი მენეჯერის, მაურიციო სარის შესაძლო დანიშვნას მხარი დაუჭირა.

"ტუტოსპორტის" ცნობით, ამის მიზეზი ისაა, რომ სარი შემტევი ფეხბურთის მიმდევარია, რაც კრიშტიანოს მოსწონს და აწყობს.

პორტუგალიელი ამბობს, რომ სარისთან მუშაობა საინტერესო იქნება. ის პირველივე სეზონში ვერ გახდა იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (31 მატჩში 21 გოლი გაიტანა) და ამის გაკეთებას მომავალ სეზონში აპირებს.

სარის "იუვემ" სამწლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 6 მილიონი ევრო შესთავაზა.