"მილანს" მარკო ჯამპაოლო ჩაუდგა სათავეში

AutoSharing Option
"მილანს" მარკო ჯამპაოლო ჩაუდგა სათავეში - ამის შესახებ "როსონერის" საიტი იუწყება.

51 წლის სპეციალისტს 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმეს.

ჯამპაოლოს წლიურ გასამრჯელოდ 2 მილიონი ევრო დაუნიშნეს და მისი ხელშეკრულება ძალაში 1-ლი ივლისიდან შევა.

ის ადრე "ემპოლის" წვრთნიდა, ბოლო სამი სეზონი კი "სამპდორიას" ედგა სათავეში.

ასევე დაგაინტერესებთ