ჯიჯი ბუფონი "იუვენტუსში" ბრუნდება

AutoSharing Option
პსჟ-დან აბარგებული და ამჟამად უგუნდოდ მყოფი მეკარე ჯიჯი ბუფონი "იუვენტუსში" დაბრუნებასთან ახლოსაა.

Sky Sport Italia-ს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება, რომ 41 წლის ბუფონი "იუვესთან" აწარმოებს მოლაპარაკებას და თანახმაა, ვოიცეხ შესნის დუბლიორი გახდეს.

მატია პერინი, რომელმაც "ბიანკონერიში" ერთი სეზონი გაატარა, დიდი ალბათობით, გუნდს დატოვებს და შესნის რეზერვისტი სჭირდება.

ბუფონი "იუვენტუსის" ღირსებას 17 წელი იცავდა და გასული წლის ზაფხულში "პარი სენ ჟერმენში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

მან ლიგა 1-ის პირველობაზე 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბუფონი უერთდება სოლიდარობის აქციას...
:)
27 ივნისი 2019 09:37
1
ისედაც ვერ იგებს ეს გუნდი ლიგას და ახლა ესეც დაბრუნდა...
დუდუ
26 ივნისი 2019 14:42
3
წაი ბიძიკო სახლში, რას იფარჩაკებ თავს, სანამ ყველას უყვარხარ, წადი რა!
26 ივნისი 2019 12:11
5
წაი ბიძიკო შენ, ვის რაში ჭირდება თქვენნაირების აზრი ან ”სიყვარული”. თქვენ ყველანი ღირსები კი არ ხართ ფეხბურთის ყურების
Giji
28 ივნისი 2019 15:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული