მაურიციო სარი ჰედირას და მატიუიდის "იუვენტუსიდან" გაუშვებს

AutoSharing Option
"ტუტოსპორტის" მიერ გვრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნახევარმცველები სამი ჰედირა და ბლეზ მატიუიდი "იუვენტუსს" დატოვებენ, რადგან ახალი მწვრთნელი მაურიციო სარი მათზე იმედს არ ამყარებს.

ჰედირას კარიერის აშშ-ში ან გერმანიაში გაგრძელება სურს, "ბეშიქთაშიც" იწვევს და მისი აგენტი თავისი კლიენტის "იუვესთან" კონტრაქტის გაწყვეტას ცდილობს.

მატიუიდის კი ბიანკონერისთან ხელშეკრულება მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდება და ახლავე უნდათ გაყიდონ. მისი სამსახურით "მონაკოა" დაინტერესებული.

სარის უფრო ტექნიკური ნახევარმცველების დამატება სურს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული