"ნაპოლიმ" "რომასგან" კოსტას მანოლასი 36 მილიონად შეიძინა

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" რომას" 28 წლის ბერძენი მცველი კოსტას მანოლასი 36 მილიონ ევროდ შეიძინა. კონტრაქტის პირობები არ ხმაურდება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრანსფერში ნეაპოლური გუნდის ნახევარმცველს ამადუ დიავარას ჩართავდნენ.

"რომამ" მანოლასი 2014 წელს "ოლიმპიაკოსისგან" 15 მილიონ ევროდ იყიდა, გასულ სეზონში კი სერია A-ს 27 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მანოლასის ტრანსფერის ინიციატორი "ნაპოლის" მწვრთნელი კარლო ანჩელოტი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ