ტურინის "იუვენტუსის" ახალწვეულმა ადრიენ რაბიომ ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"იუვენტუსი" ძალიან პრესტიჟული კლუბია, რომელსაც ევროპაში დიდი გამოცდილება გააჩნია და ევროთასების ფინალურ ეტაპებზე ხშირად თამაშობს. ჩემი აზრით პსჟ-სთან შედარებით "იუვენტუსში" გადასვლა ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯია.
გასულ სეზონში ბევრს ვსაუბრობდი ჯანლუიჯი ბუფონთან. მან ბევრი რჩევა მომცა. რა თქმა უნდა, "იუვენტუსზე" ბევრს ვსაუბრობდით, რადგან კარგად იცის გუნდი და კლუბი. ის საუკეთესო ადამიანი არის, როცა საქმე "იუვენტუსს" ეხება.
კრიშტიანო რონალდო დიდებული ჩემპიონია, როგორც სხვა ადამიანები, რომლებიც აქ არიან. რა თქმა უნდა აქ გადმოსვლაში
მანაც დიდი როლი ითამაშა. გასახდელში სიტუაცია ძალიან პოზიტიურია, ყველა მეგობრობს და საკუთრი საქმის პროფესიონალია", - თქვა რაბიომ.