"იუვენტუსი" მზადაა მაურო იკარდის 8-მილიონიანი გასამრჯელო დაუნიშნოს

AutoSharing Option
Football Italia ამტკიცებს, რომ არაა გამორიცხული, "ინტერის" თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ კარიერა "იუვენტუსში" გააგრძელოს.

"იუვე" იკარდის ხელში ჩასაგდებად ყველა ღონეს ხმარობს და წლიურ გასამრჯელოდ 8 მილიონ ევროს სთავაზობს.

ვარაუდობენ, რომ "ინტერი" იკარდის გაყიდვაზე დათანხმდება, რადგან "მანჩესტერის" ფორვარდის, რომელუ ლუკაკუს შესაძენად სჭირდება ფული.

"ინტერი" იკარდის 60 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის.

გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატის 29 მატჩში მან 11 გოლი (5 პენალტით) და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა, მილანურ კლუბთან კი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული