ნეიმარი და რონალდო ერთად შეუტევენ? - ფეხბურთელის მამა ტურინში გადაფრინდა

AutoSharing Option
თავდამსხმელ ნეიმარს ისე არ უნდა პსჟ-ში დარჩენა, რომ თუ "ბარსელონაში" დაბრუნება არ გამოუვიდა, მზადაა "იუვენტუსში" გადაბარგდეს.

Rai Sport-ის ცნობით, ფეხბურთელის მამა ტურინში "იუვენტუსის" ხელმძღვანელობასთან შესახვედრად გაემგზავრა.

ის სულ მალე "იუვეს" სპორტულ დირექტორს ფაბიო პარატიჩს შეხვდება. თუმცა საეჭვოა, "ბიანკონერიმ" მასში მოთხოვნილი 300 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ისე, რონალდოსა დ ნეიმარის თავდასხმის ტანდემი მართლაც საინტერესო იქნებოდა.

ნეიმარის სამსახურით აგრეთვე "ბაიერნია" დაინტერესებული.

ასევე დაგაინტერესებთ