მილიკმა "ნაპოლის" ხელფასის გაორმაგება მოსთხოვა და მის შეცვლას იკარდით აპირებენ

AutoSharing Option
პოლონელმა თავდამსხმელმა არკადიუშ მილიკმა შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს.

"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, მილიკს კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და გახანგრძლივების სანაცვლოდ წლიური 1.8-მილიონევროინი ანაზღაურების გაორმაგება მოითხოვა.

"ნაპოლიმ" გასამრჯელოს მომატებაზე მილიკს უარი უთხრა და მისი გაყიდვა გადაწყვიტა.

ნეაპოლური კლუბი მილიკის შემცვლელად "ინტერისგან" მაურო იკარდის შეძენას აპირებს.

მილიკმა გასულ სეზონში სერია A-ს 35 მატჩში 17 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ასევე დაგაინტერესებთ