"შესაძლოა ეს მომდევნო წელსაც მოხდეს" - კრიშტიანო რონალდომ კარიერის დასრულებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ კარიერის დასრულების შესახებ ისაუბრა.

პორტუგალიელი არ გამორიცხავს, რომ ეს სეზონი, შესაძლოა, მისთვის ბოლო აღმოჩნდეს.

"როდის დავასრულებ კარიერას? არ ვიცი. შესაძლოა, მომავალ წელს დავასრულო, თუმცა, შესაძლოა, 40 ან 41 წლამდე ვითამაშო. ყოველთვის ვამბობ, რომ მიმდინარე მომენტით უნდა დატკბე და ვაპირებ, ასე გავაგრძელო", - ციტირებს რონალდოს ესპანური გამოცემა As-ი.

34 წლის კრიშტიანო რონალდომ გასულ სეზონში "იუვენტუსის" მაისურით 43 მატჩი ჩაატარა, სადაც 28 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რაღაც არა მგონია ამან მომდევნო წელს დაამთავროს კარიერა, რაღაცას ეშმაკობს, რომ ოქროს ბურთი მისცენ. მაინც ვამთავრებო. აი ეს დასკვნა გამოვიტანე.
vaska
19:38 21-08-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული