"რომას" უნდა რომან იარემჩუკი "ლაციოს" აწაპნოს

AutoSharing Option
"გენტისა" და უკრაინის ნაკრების თავდამსხმელ რომან იარემჩუკისთვის, როგორც ჩანს, ყველა გზა მართლაც რომში მიდის.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იარემჩუკის სამსახურით "ლაციოა" დაინტერესებული, ახლა კი Calciomercato.com  Sportitalia-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ მისი შეძენა "რომამ" მოისურვა.

გამოცემა ამტკიცებს, რომ ჯალოროსიმ იარემჩუკის ხელში სასწრაფოდ ჩაგდება გადაწყვიტა და უნდა, თანაქალაქურ კლუბს დასცინოს.

უკრაინელმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში "გენტში" 8 მატჩში 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ის კიევის "დინამოს" აღზრდილია, "გენტმა" 2017 წელს 2 მილიონ ევროდ შეიძინა და 2021 წლის ზაფხულამდე გაუფორმა კონტრაქტი.

იარემჩუკის სატრანსფერო ფასი 3.8 მილიონია.

ასევე დაგაინტერესებთ