სანჩესი გადადის, იკარდი არ მიდის - კონტეს ჩინებული თავდასხმის ტრიო ეყოლება

AutoSharing Option
"დეილი მეილის" ცნობით, "მანჩესტერის" შემტევი ალექსის სანჩესი "ინტერში" ჩაირიცხება.

მილანური კლუბი ჩილელს სეზონის ბოლომდე ინათხოვრებს, შემდეგ კი მხარეები მის ტრანსფერს განიხილავენ. ის ხვალ მედშემოწმების გასავლელად იტალიაში ჩავა.

ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ "ნაპოლიში" გადასვლა არ ისურვა და გუნდში დარჩება.

შეგახსენებთ, "ინტერში" გადავიდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი რომელუ ლუკაკუ და სერია A-ს პირველ ტურში, "ლეჩესთან" მოგებულ მატჩში (4:0) დებიუტი გოლით აღნიშნა.

მათი სახით "ინტერს" შესანიშნავი შემტევი ტრიო ეყოლება, პლუს, ლაუტარო მარტინესიც არაა ურიგო თავდამსხმელი და ამ სეზონში ანტონიო კონტეს კრებული ყველასთვის
ანგარიშგასაწევი გახდება.