რონალდოს უფრო მეტი აქვს ხელფასი, ვიდრე 4 იტალიური კლუბს სახელფასო ბიუჯეტი

AutoSharing Option
იტალიურმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები დაასახელა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი კრიშტიანო რონალდოა. ის წელიწადში 31 მლნ ევროს იღებს. ეს 4 იტალიური კლუბის სახელფასო ბიუჯეტზე მეტია. "უდინეზესა" და სპალ-ს 30-30 მლნ ევროს სახელფასო ბიუჯეტი აქვთ, "ბრეშას" - 28 მლნ ევრო, ხოლო "ვერონას" - 25 მლნ ევრო.

მხოლოდ 12 ფეხბურთელი, რონალდოს გარდა, იღებს 6 მლნ ევროზე მეტს. მეორე ადგილს მატიას დე ლიხტი იკავებს, რომელიც 8 მლნ ევროს იღებს; ამას დამატებული ბონუსი 4 მლნ ევროს
ოდენობით.

მილანის "ინტერის" ფეხბურთელი რომელუ ლუკაკუ 7.5 მლნ ევროს იღებს და დამატებით ბონუსის სახით 1 მლნ ევროს, "მილანის" მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა წელიწადში 6 მლნ ევროს იღებს, "ნაპოლის" მცველ კალიდუ კულიბალს ასევე 6 მლნ ევროს უხდიან.

TOP 13-ის დანარჩენი ფეხბურთელები ტურინის "იუვენტუსის" მოთამაშეები არიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული