იტალიაში 114 საიტი დახურეს, რომლებიც არალეგალურ ტრანსლაციას აწარმოებდნენ

AutoSharing Option
იტალიის ხელისუფლებამ 114 პირატული საიტი დახურა, რომლებიც იტალიის ჩემპიონატის ტრანსლაციას ანხორციელბდნენ, იტყობინება გამოცემა Corriere dello Sport.

აღნიშნულ ოპერაციას "უფასო ფეხბურთი" შეარქვეს. სერია A აქტიურად ებრძვის პირატულ ტრანსლაციებს და სხვადასხვას ზომებს იღებს, რათა არალეგალური ტრანსლაციები აკრძალოს.

"ჩვენი პროდუქტი, ბრენდი და გულშემატკივართა უფლებები უნდა იყოს დაცული პირატული საქმიანობისგან", - თქვა სერია A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლუიჯი-დე სიერვო.