ანტონიო კონტეს ხელფასი სარისა და ანჩელოტის ერთად აღებულზე მეტია

AutoSharing Option
იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა სერია A-ს მწვრთნელების ხელფასების რეიტინგი გამოაქვეყნა.

რეიტინგს მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ლიდერობს, რომელიც წელიწადში 11 მლნ ევროს იღებს.

ეს ნახევარი მილიონით მეტია, ვიდრე მაურიციო სარისა და კარლო ანჩელოტის ერთად აქვთ.

სარი "იუვენტუსში" წელიწადში 5.5 მლნ ევროს იღებს, ხოლო ანჩელოტი "ნაპოლიში" - 5 მილიონს.

მეოთხე-მეხუთე ადგილებს "ბოლონიას" თავკაცი სინიშა მიხაილოვიჩი და "რომას" მწვრთნელი პაულო ფონსეკა იკავებენ, რომლებსაც 3-3 მლნ ევრო აქვთ.

აღსანიშნავია, რომ "ინტერი" აგრძელებს ლუჩანო სპალეტისთვის ხელფასის გადახდას, რაც წელიწადში 4.5 მლნ
ევროა, ხოლო "იუვენტუსი" მასიმილიანო ალეგრის უხდის 7.5 მლნ ევროს.

ასევე დაგაინტერესებთ