გონსალო იგუაინმა მწვრთნელს ფეხი ჩაარტყა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა ვარჯიშზე ერთ-ერთ მწვრთნელს ფეხი ჩაარტყა.

არგენტინელ ფორვარდს ნერვები საშინელ დღეში აქვს. ვარჯიშზე, ე.წ. კვადრატის თამაშისას გაბრაზდა, ჯერ მწვრთნელს მუხლში ფეხი ჩაარტყა, შემდეგ კი სარეკლამო დაფას ურტყა და გახია.

პიპიტა თანაგუნდელმა ლეონარდო ბონუჩიმ დაამშვიდა.

"იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "ატლეტიკოს" შეხვდება.