"ფიორენტინას" 36 წლის ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ სერია A-ს მე-6 ტურში "მილანს" გოლი გაუტანა და ნამატჩევს კომენტარი გააკეთა.
"მე ბედნიერი ვარ. "სან სიროზე" თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. ეს უზარმაზარი სტადიონია, აქ ბევრი გულშემატკივარია. ახლა "მილანის" ფანებს არ ულხინთ. ჩვენ კარგად ვიასპარეზეთ და ეს მნიშვნელოვანი იყო.
დიახ, დავბერდი, მაგრამ მოედანზე თავს ახალგაზრდულად ვგრძნობ! ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, მიყვარს ეს საქმე. "ფიორენტინაში" სიამოვნებით გადმოვედი და გუნდის წარმატება მახარებს.
აქ იმისათვის ვარ, რათა "ფიორენტინას", მის ფეხბურთელებს და ქომაგებს დავეხმარო. ბედნიერი ვარ და ყოველდღე მუშაობა მჭირდება, რომ
ისევე ვითამაშო, როგორც დღეს", - ციტირებს რიბერის Sky Sport Italia.