"იუვენტუსმა" დაუმარცხებელი "ინტერი" დაამარცხა და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 ოქტომბერს, სერია A-ს მე-7 ტურში "იუვენტუსმა" სტუმრად 2:1 "ინტერს" სძლია, რომელსაც ჩემპიონატის სტარტზე ექვსივე მატჩი ჰქონდა მოგებული.

დიბალამ დებიუტში ანგარიში გახსნა - მან მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. შემდეგ მარტინესმა დე ლიხტის მიერ საჯარიმოში ბურთზე ხელით თამაშისთვის დანიშნული პენალტით საპასუხო გოლი გაიტანა. "იუვეს" კი გამარჯვება შეცვლაზე შესულმა იგუაინმა მოუტანა.

"ნერაძურის" ფეხბურთელებმა გოდინმა და სენსიმ ტრავმები მიიღეს და ისინი შეცვალეს.

"იუვენტუსი" 19 ქულით გალიდერდა, "ინტერი" კი 1 ქულით ჩამორჩება.

19 ოქტომბერს "იუვე" "ბოლონიას" უმასპინძლებს, ხოლო 20 ოქტომბერს "ინტერი" გასვლაზე "სასუოლოს"
შეხვდება.

მილანი. "სან სირო". 75 923 მაყურებელი
ინტერი - იუვენტუსი 1:2
გოლები: 0:1 დიბალა (4), 1:1 მარტინესი (18, პენ), 1:2 იგუაინი (80)

ინტერი: ჰანდანოვიჩი, გოდინი (ბასტონი 54), დე ვრეი, შკრინიაკი, დ'ამბროზიო, ბარელა, ბროზოვიჩი, სენსი (ვესინო 34), ასამოა, ლუკაკუ, მარტინესი (პოლიტანო 78)

იუვენტუსი: შესნი, სანდრო, დე ლიხტი, ბონუჩი, კუადრადო, მატიუიდი, პაინიჩი, ჰედირა (ბეტანკური 62), ბერნარდესკი (იგუაინი 62), დიბალა (ჩანი 71), რონალდო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული