პირველად 65 წლის შემდეგ, იტალია მწვანე ფერის ფორმით ითამაშებს - Puma-მ ისტორია გააცოცხლა [PHOTO]

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებმა უჩვეულო ფორმა წარადგინა, რომელშიც 12 ოქტომბერს საბერძნეთთან ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩს გამართავს.

კომპლექტი მწვანე ფერშია შესრულებული. საფუძვლად აიღეს ფორმა, რომელიც იტალიის ნაკრებმა მხოლოდ ერთხელ გამოიყენა, კერძოდ კი, 1954 წელს იტალიის ნაკრებმა რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" არგენტინის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

საბერძნეთთან მატჩი კი ასევე "ოლიმპიკოზე" ჩატარდება და ამ შეხვედრაში "სკუადრა აძურას" შეუძლია ევრო 2020-ზე მოხვედრა გაიფორმოს.

მწვანე ფერს რენესანსს უკავშირებენ და იტალიური ფეხბურთის ახალგაზრდა ნიჭიერ თაობას უძღვნიან. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის საიტზე აღნიშნულია, რომ ნაკრების
ტექნიკური სპონსორი კომპანია Puma არის. კომპანიის შთაგონების წყარო ფორმის დიზაინის შექმნისას აღორძინების ეპოქის არქიტექტურა და ქსოვილები იყო.

Sportall.Ge

რაც შეეხება ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს, არგენტინასთან 1954 წელს მოგების შემდეგ, იტალიის ასაკობრივმა ნაკრებებმა მწვანე ფორმის ძირითად ფერად აირჩიეს, ხოლო ლურჯი ფორმა მთავარი ნაკრების პრივილეგიად დარჩა, რომელიც ყველა ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელის მიზანია.

აღსანიშნავია, რომ იტალიის ნაკრების განაცხადში 12 ისეთი ფეხბურთელია, რომლის ასაკი 25 წელი და ნაკლებია.

Puma იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან 2003 წლიდან მუშაობს. 2015 წელს მხარეებმა კონტრაქტი გაახანგრძლივეს, რომლის მიხედვით, იტალიელები წელიწადში დაახლოებით 25 მლნ ევროს იღებენ.