100 მლნ ევრო ტორესში?! - "იუვენტუსი" "ვალენსიას" ფორვარდით დაინტერესდა

AutoSharing Option
"ვალენსიას" ფორვარდით, ფერან ტორესით ტურინის "იუვენტუსი" დაინტერესდა.

ტურინული კლუბის სკაუტები ფეხბურთელს ესპანეთისა და გერმანიის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩის დროს აკვირდებოდნენ, - იტყობინება Marca.

19 წლის ტორესის კონტრაქტს ვადა "ვალენსიასთან" 2021 წლის ივნისში ეწურება. მისი ხელშეკრულების მიხედვით, მსურველმა კლუბმა მინიმუმ 100 მლნ ევრო უნდა გადაიხადოს.

მიმდინარე სეზონში ტორესმა 9 მატჩი გამართა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ასევე დაგაინტერესებთ