"ინტერმა" "იუვენტუსის" ფეხის დაცდენით ვერ ისარგებლა

AutoSharing Option
26 ოქტომბერს, სერია A-ს მე-9 ტურში "იუვენტუსი" "ლეჩესთან" ფრეს (1:1) დასჯერდა და "ინტერს" გალიდერების შანსი გაუჩნდა, მაგრამ ვერ გამოიყენა.

"ნერიაძურიმ" სახლში "პარმას" ვერ მოუგო (2:2) და ამ გუნდს უკვე მეოთხე მატჩია საკუთარ მოედანზე ვერ ამარცხებს.

მასპინძლები კანდრევამ დააწინაურა, შემდეგ სტუმრებმა ორი გოლი გაიტანეს და პირველი ტაიმი 1:2 დასრულდა. შესვენების შემდეგ ლუკაკუმ ანგარიში გაათანაბრა. შეცვლაზე შესულმა მილანელთა 17 წლის თავდამსხმელმა ესპოზიტომ დარჩენილ დროში კარგი მომენტები ვერ გამოიყენა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

"იუვენტუსი" 23 ქულით პირველ ადგილზეა, "ინტერი" მას 1 ქულით ჩამორჩება.
მომავალ ტურში, 30 ოქტომბერს "ინტერი" სტუმრად "ბრეშიას" შეხვდება, "იუვენტუსი" კი 31 ოქტომბერს "ჯენოას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბათუმი გაგიკვირდათ რომ ვერ მოიგო.იგივე ხდება ერთი და იგივე ხელწერა. ვერ მოიგო ივენტუსმა მიაყოლა ინტერმა. არ გადაასწრო .ეს არის ზუსტად ტოტალიზატორზე თამაში.
გრიგოლი1408
23:21 26-10-2019
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული