ფრანკ რიბერის დამხმარე მსაჯისათვის ხელის კვრის გამო დისკვალიფიკაცია ემუქრება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფლორენციის "ფიორენტინას" 36 წლის ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ "ლაციოსთან" წაგებული (1:2) მატჩის შემდეგ გვერდითი მსაჯისათვის ხელის კვრის გამო წითელი ბარათი მიიღო და პლუს, დისკვალიფიკაცია ემუქრება.

კონფლიქტის მიზეზი 89-ე წუთზე "ლაციოს" მიერ გატანილი გოლი იყო. "ფიორენტინას" ფეხბურთელები თვლიდნენ, რომ მოედნის ცენტრში ჯარიმა უნდა დანიშნულიყო და გოლი გაეუქმებინათ.


ახლა კი, რიბერის მსაჯთან ფიზიკური შეხების გამო რამდენიმემატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის. ძალიან ბევრი რამ მატჩის მთავარი არბიტრ მარკო გუიდასა და მის რეპორტზეა დამოკიდებული.

ამ მომენტამდე, თამაშის დროს, რიბერი უკმაყოფილო მწვრთნელის
გადაწყვეტილებით იყო. 75-ე წუთზე მონტელამ ფრანგი შეცვალა და რიბერიმ "ფიორეს" მთავარ მწვრთნელს ხელიც არ ჩამოართვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული