"ნაპოლი" მზადაა "ბენფიკას" მცველში 40 მილიონი გადაიხადოს

AutoSharing Option
Calciomercato-ს ცნობით, "ნაპოლი" "ბენფიკას" მარცხენა მცველ ალეხანდრო გრიმალდოს სამსახურით დაინტერესდა.

გამოცემის მტკიცებით, ნეაპოლური კლუბი მზადაა გრიმალდოს ტრანსფერში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 24 წლის გრიმალდოს შეძენა "არსენალს", "ტოტენჰემს" და "ბარსელონას" სურდათ.

პორტუგალიის მიმდინარე ჩემპიონატზე მან 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

გრიმალდო "ბარსელონას" აღზრდილია, ლისაბონურ გუნდში კი 2015 წლიდან თამაშობს.

ასევე დაგაინტერესებთ