დე ლიხტზე ხელით თამაშისთვის პენალტი არ დანიშნეს და შემდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა

AutoSharing Option
3 ნოემბერს, სერია A-ს მე-11 ტურში "იუვენტუსმა" 1:0 დაამარცხა "ტორინო".

მე-11 წუთზე "იუვეს" საჯარიმოში კუთხურის ჩაწოდებისას ბურთი ხელზე მცველ მატიას დე ლიხტს მოხვდა (იხ. ფოტო), მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მიმდინარე ჩემპიონატზე მას ბურთი საჯარიმოში ხელზე ოთხჯერ მოხვდა - "ინტერთან" და "ლეჩესთან" თერთმეტმეტრიანი დანიშნეს, "ბოლონიასთან" და დღევანდელ შეხვედრაში კი - არა.

საერთოდაც, იტალიაში მიკერძოებული მსაჯობა სერიოზული პრობლემაა. მაგალითად, წინა ტურში "იუვენტუსისა" და "ჯენოას" შეხვედრაშიც არბიტრი ნებსით თუ უნებლიედ ხშირად უშვებდა შეცდომებს.

დღევანდელი მატჩის 70-ე წუთზე კი დე ლიხტმა გოლი გაიტანა
და "იუვეს" გამარჯვება მოუპოვა. ეს "იუვენტუსში" 20 წლის ჰოლანდიელის პირველი გოლია.

"ბიანკონერი" 29 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "ინტერს" ისევ 1 ქულით უსწრებს და 10 ნოემბერს "მილანს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ხოდა დაიშლება ახლა ტორინო,გუნდიდან წავლენ პრეზიდენტი და სპონსორები,ხოლო გულშემატკივრები მსაჯის ლამის სიკვდილის დასჯას მოითხოვენ.
me
03 ნოემბერი 2019 10:20
0
ბათუმს ქათქათას....
ზას.
03 ნოემბერი 2019 21:45
0
უეჭველია ეგ:) პრეზიდენტი წუხელვე წასულა, სპონსორები სუძუკი და ბერეტა ხვალ წავლენო დღეს უქმეებიაო და...
ანესთეზეოლოგი
03 ნოემბერი 2019 12:13
0
რა უბედურებაა "ნებსით" სიტყვა რომელ ლექსიკონში ნახეთ? ჟურნალისტები ხართ თუ ვინ ხართ რომ აკნინებთ ქართულს. "ნებით თუ უნებლიედ".
romani bejanidze
03 ნოემბერი 2019 09:55
7
ნების გულობიზაა სწორი ფორმა
V
04 ნოემბერი 2019 11:05
0
ეგრეა მეგობარო გრამატიკულად მართალი, ნებსით და არა ნებით.
აქანა
03 ნოემბერი 2019 13:31
0

სიახლეები პოპულარული