24 წლის ნახევარმცველ ადრიენ რაბიოს დედა ვერონიკა, რომელიც მისი აგენტიცაა, უკმაყოფილო იყო პსჟ-ში თავისი შვილის მდგომარეობით, ამას სახალხოდ ამბობდა და ამა წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით მის "იუვენტუსში" გადაყვანას მიაღწია. თუმცა იქაც იგივე სიტუაცია შეიქმნა.
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ადრიენმა მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა (3 ძირითად შემადგენლობაში) და Get French Football News-ის ცნობით, ვერონიკა "იუვესაც" გაუნაწყენდა.
გამოცემის მტკიცებით, მან თავისი შვილისთვის ახალი გუნდის ძებნა დაიწყო.