რონალდომ ნაკრებში შეუზღუდავად ივარჯიშა - სარი ამბობდა, რომ ტრავმის გამო შეცვალა

AutoSharing Option
abola-ს ცნობით, "იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო ევროშესარჩევი ციკლის მატჩებში მონაწილეობის მისაღებად პორტუგალიის ნაკრებში გამოცხადდა - 14 ნოემბერს ლატვიასთან და 17 ნოემბერს ლუქსემბურგთან.

გამოცემის მტკიცებით, მან ეროვნულ გუნდთან ერთად შეუზღუდავად ივარჯიშა.

"იუვენტუსის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ რონალდო ზედიზედ ორ შეხვედრაში შეცვალა და თქვა, რომ ის მუხლის არეში დისკომფორტს განიცდის.

ასევე დაგაინტერესებთ