"ლოს ანჟელეს გალაქსიდან" აბარგებული 38 წლის ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჯერ ისევ უგუნდოდაა.
იტალიური "რეპუბლიკა" იუწყება, რომ იბრაჰიმოვიჩს იტალიაში უნდა დაბრუნება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ყოველთვიურ გასამრჯელოდ 860 ათასს ითხოვს, თანაც ფუნტს.
მისი სამსახურით "მილანი", "ნაპოლი", "რომა", "ბოლონია" და "ფიორენტინა" არიან დაინტერესებულნი.
"გალაქსიში" იბრამ 58 მატჩში 58 გოლი და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა.
იურგენ კლოპი: იბრაჰიმოვიჩი "ლივერპულში"? - ის "მანჩესტერში" თამაშობდა
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: მოვედი, ვნახე, გავიმარჯვე - უყურეთ ახლა ბეისბოლს
MLS-ის ბოსი: "ნაპოლი"? იბრაჰიმოვიჩს სხვა იტალიური კლუბი იზიდავს