გამარჯობა, ინტრიგავ - "იუვენტუსმა" "ლაციოსთან" წააგო და ლიდერობა "ინტერს" დაუთმო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 დეკემბერს, სერია A-ს მე-15 ტურში "ლაციომ" საკუთარ მოედანზე 3:1 მოუგო "იუვენტუსს".

რომაულმა კლუბმა ყველა ტურნირზე "იუვეს" 19-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა, რომელმაც ჩემპიონატზე ლიდერობა "ინტერს" დაუთმო.

აქამდე "იუვენტუსი" ტოპ 5-ის ჩემპიონატის გუნდებს შორის დაუმარცხებელი იყო.

"ინტერი" 38 ქულით ლიდერია, "იუვენტუსი" კი 2 ქულით ჩამორჩება. მომავალ ტურში "ინტერი" "ფიორენტინას", ხოლო "იუვენტუსი" "უდინეზეს" შეხვდება.

რომი. "ოლიმპიკო".
ლაციო - იუვენტუსი 3:1
გოლები: 0:1 რონალდო (25), 1:1 ლუის ფელიპე (45+1), 2:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (74), 3:1 კაისედო (90+5)
მკითხველის კომენტარები / 2 /
ალეგრი გაუშვეს და . . . სარი მოიყვანეს მწვრთნელად და შედეგიც სარის შესაბამისი იქნება. ინტერს კი კონტე ყავს, რომელიც არაფრიდან (შემადგენლობები შეადარეთ) დადებს შედეგს.
???
08 დეკემბერი 2019 11:30
1
- რონალდუ, აბა დროზე მანდ იტალიაში დაუYლისძირდი ლუკაკუს, დროზეეე! ... მეთქი
Rejimi1
08 დეკემბერი 2019 04:48
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული