"მილანის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო დღეს "ნაპოლის" თავკაცად დაინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sport Italia ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "გენკთან" 4:0 მოგების შემდეგ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან კარლო ანჩელოტი გადააყენეს.
წყაროს ცნობით, გატუზო "ნაპოლისთან" ნახევარწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელსაც 1-წლიანი გაგრძელების პირობაც ექნება, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა.
ხოლო Sport Mediaset-ის ინფორმაციით, 41 წლის სპეციალისტი კონტრაქტს 2021 წლის ივნისამდე გააფორმებს.
სეზონის დასრულებამდე გატუზოს 1.5 მლნ ევრო ექნება ხელფასი და მომდევნოში - 3 მლნ ევრო.
ადრე გატუზომ "ფიორენტინას", "ჯენოასა" და
"სამპდორიას" წინადადებები უარყო.
"საჩუქარი" კარლო ანჩელოტის პლეი-ოფში გასვლისთვის - გადააყენეს!