"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელ კარლო ანჩელოტის გადაყენებაზე გააკეთა კომენტარი.
"ანჩელოტის მადლობა უნდა გადავუხადოთ. მის მეგობრად ვრჩები. ჩვენ უთანხმოება არასოდეს გვქონია.
ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე მოხდა, მაგრამ ხანდახან გაცილებული ცოლ-ქმარიც კარგ ურთიერთობაშია.
სიზმარში ვიყავით და უეცრად გამოგვეღვიძა. ანჩელოტი დავიცავი, ვთქვი, რომ აჯობებდა, ყველა თავისი გზით წასულიყო.
სიზმარში ვიყავით და უეცრად გამოგვეღვიძა. ანჩელოტი დავიცავი, ვთქვი, რომ აჯობებდა, ყველა თავისი გზით წასულიყო.
კეთილი იყოს შენი მობრძანება, რინო (გატუზო)", - ციტირებს დე ლაურენტისს კლუბის საიტი.