მასიმილიანო ალეგრი: იტალიაში ტაქტიკა და სქემები სისულელედ მიგვაჩნია, ფეხბურთი ხელოვნებაა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი ESPN-თან საუბარში ბევრ თემას შეეხო, მათ შორის ტექნიკაზეც გააკეთა კომენტარი.

"ისეთი უვიცი ვარ, კომპიუტერიც კი არ მაქვს მაქვს. სხვათა შორის, "იუვენტუსის" ნაჩუქარი iPad-ი გამაჩნია. თამაშებს მისი საშუალებით ვუყურებ, სტატისტიკას ვსწავლობ. საბედნიეროდ, კარგი მახსოვრობა მაქვს და მატჩებში მიმდინარე მოვლენები მამახსოვრდება.

იტალიაში ტაქტიკა და სქემები - ეს ყველაფერი სისულელედ მიგვაჩნია. ფეხბურთი, ეს ხელოვნებაა. მსოფლიო დონის ფეხბურთელები კი მხატვრები არიან. მათთვის არაფრის სწავლება არ გჭირდებათ, თქვენ მათი თამაშით უნდა აღფრთოვანდეთ. ყველაფერი რაც საჭიროა, მათი შესაბამის ადგილას მიყვანაა.

ძალიან მიყვარს იმის ნახვა, თუ შესანიშნავი მოთამაშე რაღაც არაორდინარულს როგორ ჩაიდენს. სათადარიგოთა სკამზე მე მაყურებელი ვარ, რომელიც წარმოდგენას ადევნებს თვალს. ამ წარმოდგენას ვიღაცები ქმნიან და ეს ვიღაცები ფეხბურთელები არიან", - აღნიშნა მასიმილიანო ალეგრიმ.