21 დეკემბერს, სერია A-ს მე-17 ტურში "ინტერმა" სახლში "ჯენოა" 4:0 დაამარცხა.
"ინტერს" ისევე როგორც "იუვენტუსს" 42 ქულა აქვს, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობით წელი პირველ ადგილზე დაასრულა.
თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ დუბლი შეასრულა, მან იტალიის მიმდინარე ჩემპიონატზე 12 გოლი გაიტანა - იმდენივე, რამდენიც გასულ სეზონში პრემიერლიგაზე.
"ნერიაძურის" მეკარე სამირ ჰანდანოვიჩმა ჩემპიონატში მე-100 "მშრალი მატჩი" ჩაატარა - ეს 2012 წლის შემდეგ იტალიაში საუკეთესო შედეგია.
მილანი. "სან სირო".57 490 მაყურებელი
ინტერი - ჯენოა 4:0
გოლები: 1:0 ლუკაკუ (31), 2:0 გალიარდინი (32), ესპოზიტო (64, პენ), 4:0 ლუკაკუ (71)