მილანის "ინტერის" 17 წლის ფორვარდმა სებასტიანო ესპოზიტომ "ჯენოასთან" მოგებულ (4:0) შეხვედრაში 64-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა და პროფესიონალურ დონეზე პირველი გოლი გაიტანა.
თინეიჯერი ფეხბურთელისთვის "ინტერის" მაისურით გატანილი პირველი გოლი იმდენად გასახარი იყო, რომ სებასტიანო პირდაპირ დედასთან გაიქცა ჩასახუტებლად.
ბუნებრივია, აღნიშნული ემოციური და თბილი კადრები ფოტოგრაფებს არ გამოპარვიათ.