რონალდომ სუპერფინალის ვერცხლის მედალი იუკადრისა და მოიხსნა

AutoSharing Option
"ლაციოსთან" საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩატარებულ იტალიის სუპერთასზე (1:3) "იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ თავის გუნდს ვერაფრით დაეხმარა.

ნამატჩევს პორტუგალიელი აშკარად უკმაყოფილო იყო, ხოლო როდესაც ვერცხლის მედალი გადასცეს, უმალ მოიხსნა.

მან 6 წლის მანძილზე პირველად წააგო ფინალი - ბოლოს 2013 წლის 17 მაისს დამარცხდა "რეალთან" ერთად "ატლეტიკოსთან" ესპანეთის თასის გადამწყვეტ მატჩში - 1:2, მას შემდეგ კი ზედიზედ 12 ფინალში იმარჯვა.

კრიშტიანომ სერია A-ს მიმდინარე ტურნირის 14 მატჩში 10 გოლი (3 პენალტით) და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
აქ კომენტარებისთვის ვინ დაგპატიჟათ.ნებისმიერ სტატიაში რომელიც კრიშტიანოს ეხება მესის რატომ ტენით.თან ეს წყევლა კრულვა რა კაცების საქმეა.იმხელა ბოღმა გაქვთ მოგებსაც ვერ ირგებთ.
ვა რა დონეა
12:47 27-12-2019
0
ეს მესისტები ყველა ერთი "კაცის" შვილები მგონიხართ.არასოდეს კრიშტიანოს მესიზე ცუდი არ უთქვამს პირიქით ამბობს რომ მასთან პაექრობამ აიყვანა ამ დონეზე.ასევა მესიც.რა გჭირთ შეირგეთ რა ეს მეექვსე ბურთი რა ბოროტებამ დაისადგურა თქვენ სულებში.კრიშტიანო მარტო დიდი ფეხბურთელი კი არა დიდი ადამიანიც არის. პორტუგალიელი ხალხის საყვარელი შვილია იმიტომ რომ ყველას ეხმარება.
ასეა ეს
13:06 24-12-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული