ასაკი თავისას შვრება - რონალდო რეგრესირებს

AutoSharing Option
35 წელს მიტანებულმა "იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ წელს 39 გოლი გაიტანა, რაც ნებისმიერი ფეხბურთელისთვის, მით უმეტეს, მისი ასაკის გათვალისწინებით, დიდებული შედეგია, მაგრამ ფაქტია, თანდათან რეგრესირებს.

2019 წელს კრიშტიანომ 25 გოლი "იუვენტუსში", 14 კი პორტუგალიის ნაკრებში გაიტანა.

ეს ბოლო ათი წლის განმავლობაში რონალდოს ყველაზე უარესი შედეგია. "რეალში" გადასვლის პერიოდიდან მას ასე ცოტა არ გაუტანია.

2013 წლიდან მოყოლებული, რონალდოს შედეგიანობა კლებულობს:

2013 - 69 გოლი
2014 - 61 გოლი
2015 - 57 გოლი
2016 - 55 გოლი
2017 - 53 გოლი
2018 - 49 გოლი

იტალიის მიმდინარე ჩემპიონატის
14 მატჩში რონალდომ 10 გოლი (3 პენალტით) და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
1. უნდა გაივალისწინოთ რონალდოს ამასწინანდელი აღიარება, რომ ყველაზე ძნელად იტალიაშია გოლი გასატანი.
2. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ვთქვათ, ვის ეთამაშება ნაკრები ან კლუბი, რამდენი თამაშია სულ ნათამაშები, ტრავმირების გამო გამოტოვებული პერიოდი და ა.შ.
თეიმურაზ
21:20 26-12-2019
2
თქვე დალოცვილებო იტალიაში 14.გოლის გატანა უდრის ესპანეთში და ინგლისში 34 გოლის გატანას.... ხოარ გავიწყდებათ, რომ იტალიაა დაცვითი გუნდები და ყველა გუნდს ბერლინის კედელი აქვს აშენებული და ძაან რთულია მანდ გოლის გატანა ყვრლა ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობს...
რ ე ა ლ ო ბ ა
08:28 27-12-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული