"იუვენტუსი" თავდამსხმელ პაულო დიბალასთან ხელშეკრულების გაგრძელებას გეგმავს.
ამ დღეებში ტურინული კლუბი არგენტინელ ფორვარდთან მოლაპარაკებას დაიწყებს, - იტყობინება Goal.com-ი.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიბალას სამსახურით "ტოტენჰემი" და "მანჩესტერი" იყვნენ დაინტერესებული და თავად ფეხბურთელს გუნდის გამოცვლა სურდა.
თუმცა, დიბალას თამაშით გუნდის მწვრთნელი მაურიციო სარი კმაყოფილია და თანამშრომლობის გახანგრძლივებით დაინტერესებულია.
დიბალას "იუვესთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სეზონური გასამრჯელო 7 მილიონი ევროა და 10 მილიონამდე გაზრდას ჰპირდებიან.