რონალდომ ისევ გაიტანა - "იუვენტუსმა" "რომას" მოუგო და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 იანვარს, სერია A-ს მე-19 ტურში "იუვენტუსმა" გასვლაზე 2:1 დაამარცხა "რომა".

"იუვენტუსი" 48 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ინტერს" 2 ქულით უსწრებს და 19 იანვარს "პარმას" უმასპინძლებს.

რონალდომ ჩემპიონატში მე-14 გოლი გაიტანა (5 პენალტით). ამდენივე გოლი რომელუ ლუკაკუს (ინტერი) ანგარიშზეა, ბომბარდირი კი 20 გოლით ჩირო იმობილეა (ლაციო).

"იუვემ" მიმდინარე ჩემპიონატში ერთგოლიანი უპირატესობით 11 შეხვედრაში იმარჯვა, რაც ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - მეორე ადგილზე 10 მოგებით "ლივერპულია".

"რომას" 20 წლის ნახევარმცველმა ნიკოლა ძანოლომ მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ და ევროპირველობაზე მონაწილეობას
ვერ მიიღებს.

რომი. "ოლიმპიკო". 60 513 მაყურებელი
რომა - იუვენტუსი 1:2
გოლები: 0:1 დემირალი (3), 0:2 რონალდო (10, პენ), პეროტი (68, პენ)
მკითხველის კომენტარები / 5 /
პენალდომ ისევ გაიტანა!!!
ლომი
03:15 13-01-2020
8
მესი ატლეტიკომ დაშალა.გუნდმა რომელიც რონალდოს ჩვარია ყოველთვის.ეგ ქონდრისკაცი რა რონალდოსთან მოსატანია...არ დაბლოკოთ
ლომს
17:19 13-01-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული