"ჩელსიმ" და "ინტერმა" ოლივიე ჟირუს ტრანსფერი შეათანხმეს

AutoSharing Option
"ჩელსის" ფრანგი თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ კარიერას, დიდი ალბათობით, "ინტერში" გააგრძელებს, - ამის შესახებ "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება.

ეს სიამოვნება მილანურ კლუბს 5 მილიონი ევრო, პლუს 1.5 მილიონი ბონუსის სახით დაუჯდება, ფეხბურთელს 2.5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს და სეზონურ გასამრჯელოდ 4 მილიონს დაუნიშნავს.

ჟირუ მედშემოწმების გასავლელად და ხელშეკრულების გასაფორმებლად იტალიაში ამ დღეებში ჩავა.

ჟირუ "ჩელსის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს, კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება, მიმდინარე სეზონში კი ყველა ტურნირზე 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა.