"ნაპოლიმ" სლოვაკეთის ნაკრების ნახევარმცველი დაიმატა

AutoSharing Option
25 წლის სლოვაკი ნახევარმცველი სტანისლავ ლობოტკა "სელტადან" "ნაპოლიში" გადავიდა.

ნეაპოლურმა კლუბმა ლობოტკა 24 მილიონ ევროდ შეიძინა და ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ამ სეზონში მან ლა ლიგის 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ეროვნულ გუნდში კი 2016 წლიდან თამაშობს - 22 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.

რამდენიმე დღის წინ "ნაპოლიმ" "ლაიპციგის" 28 წლის ნახევარმცველი დიეგო დემე გადაიბირა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული