"მილანმა" "სპალს" მოუგო და თასის 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 იანვარს, იტალიის თასის 1/8-ფინალში "მილანმა" საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა "სპალი".

"მილანის" კარს ჯანლუიჯი დონარუმას უფროსი ძმა, ანტონიო იცავდა, თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი მწვრთნელმა თადარიგში დატოვა.

მეოთხედფინალში "როსონერი" "ტორინოს" შეხვდება, რომელმაც "ჯენოას" 2:1 სძლია.

29 წლის ანტონიო დონარუმა "მილანის" პირველი გოლკიპერია, რომელმაც გუნდში ჩატარებულ პირველ 300 წუთში გოლი არ გაუშვა. ის "მილანში" 2017 წელს ბერძნული "ასტერასიდან" გადავიდა.

ფორვარდმა კშიშტოფ პიონტეკმა "მილანში" პირველი საგოლე გადაცემა გააკეთა.

მილანი. "სან სირო"
მილანი - სპალი 3:0
გოლები: 1:0 პიონტეკი (20), 2:0 კასტილეხო (44), 3:0 ერნანდესი (66)


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული