გატუზოს ხელმძღვანელობით "ნაპოლიმ" 5-დან 4 მატჩი წააგო

AutoSharing Option
18 იანვარს, სერია A-ს მე-20 ტურში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე 0:2 დამარცხდა "ფიორენტინასთან".

ნეაპოლურ გუნდს ჯენარო გატუზო 11 დეკემბერს ჩაუდგა სათავეში და მას შემდეგ ჩემპიონატზე 5-დან 4 მატჩი წააგო და მხოლოდ 1 მოიგო. სულ კი მთლიანობაში "ნაპოლიმ" პირველობის უკანასკნელი 12 შეხვედრიდან ოდენ ერთში იმარჯვა.

"ნაპოლიმ" მიჯრით სამი მარცხი იწვნია და თავისი 2012 წლის ანტირეკორდი გაიმეორა.

"ფიორენტინამ" კი ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა.

"ნაპოლი" 24 ქულით მეცამეტე ადგილზეა და 26 იანვარს "იუვენტუსს" უმასპინძლებს. ამდენივე ქულით მეთორმეტე პოზიციაზე "ფიორენტინაა", რომელიც 25 იანვარს ფლორენციაში "ჯენოას"
დაუპირისპირდება.